ასტროლოგია
ახალი კურსი (0 შეფასება)

კარმული ასტროლოგია

ლია
კურსის ავტორი
ლია ბარათაშვილი
ავტორის პროფილი და კურსები

ავტორი: ლია ბარათაშვილი | ასტროლოგიური სკოლა „ასტროლოგოსი“

კურსის შესახებ

კარმული ასტროლოგია გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი სულის ევოლუციური გზა: საიდან მოვდივართ, რა გამოცდილება მოგვყვება წარსული ინკარნაციებიდან და რა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა ამ ცხოვრებაში. ნატალური რუკა ინახავს მკაფიო კოდებს, რომელთა წაკითხვითაც შესაძლებელია კარმული ვალების, დაბრკოლებებისა და რეალური პოტენციალის დანახვა.

ეს 8-ლექციური სიღრმისეული კურსი გაგაცნობთ კარმის ფუნდამენტურ კანონებსა და მათ ასტროლოგიურ მაჩვენებლებს. თქვენ შეისწავლით მთვარის კვანძების კომპლექსურ ანალიზს, ლილიტის (შავი მთვარის) ენერგიის ტრანსფორმაციას, კარმული კავშირების ამოცნობას და ბედისწერის ციკლების მართვას.

კურსის წინაპირობა

მნიშვნელოვანია: კურსზე დასასწრებად აუცილებელია ასტროლოგიის საბაზისო ცოდნა (პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნებისა და ასტროლოგიური სახლების ფლობა).

ვისთვის არის ეს კურსი?

მათთვის, ვისაც სურს გაიგოს საკუთარი ცხოვრებისეული მისია, სულის ამოცანა და კარმული ბლოკების მიზეზები.

მოქმედი და დამწყები ასტროლოგებისთვის, რომელთაც სურთ დაეუფლონ კარმული ანალიზის ზუსტ ალგორითმებს.

მათთვის, ვისაც აინტერესებს ურთიერთობების სიღრმისეული, კარმული ბუნება და წარსული გამოცდილების ტრანსფორმაცია.

რას ისწავლით ამ კურსზე

  • კარმის ფილოსოფია და კანონები: რეინკარნაცია, სანსარას წრე, ნირვანა და კარმის 4 სახეობა („მწიფე“, ახალი და განზრახვის კარმა).
  • სულის ასაკი და სიუჟეტები: კარმის/ბედისწერის სამი მთავარი სიუჟეტი, წარსული გამოცდილება და სულის პირობითი ასაკი.
  • მთვარის კვანძების სისტემური ანალიზი: კვანძები როგორც ევოლუციური ვექტორი - ნატალური და ტრანზიტული მდებარეობები, სახლებისა და ნიშნების სინთეზი.
  • კვანძების დინამიკა და ციკლები: კვანძების ღერძები, პლანეტების შეერთება კვანძებთან და კვანძების დაბრუნების კრიტიკული პერიოდები.
  • კვანძების წაკითხვის ალგორითმი: ანალიზის ეტაპობრივი მეთოდიკა და პრაქტიკული მაგალითები რეალურ რუკებზე.
  • ლილიტი (შავი მთვარე): დაგროვილი ნეგატიური კარმული გამოცდილების ამოცნობა და მისი დამუშავება/კორექცია მიმდინარე ინკარნაციაში.
  • კარმული ურთიერთობები: როგორ დავინახოთ და გავაანალიზოთ კარმული კავშირები სინასტრიასა და ნატალურ რუკაში.
  • პრაქტიკული სესიები: კონკრეტული ქეისების გარჩევა და რუკის მაკომპენსირებელი პრაქტიკები.

კურსის პროგრამა

I ლექცია

2 სთ 45 წთ

II ლექცია

2 სთ 49 წთ

III ლექცია

2 სთ 32 წთ

IV ლექცია

2 სთ 28 წთ

V ლექცია

2 სთ 32 წთ

VI ლექცია

2 სთ 40 წთ

VII ლექცია

2 სთ 29 წთ

VIII ლექცია

3 სთ 14 წთ
ინსტრუქტორი ლია ბარათაშვილი
კურსის ავტორი

ლია ბარათაშვილი

მოგესალმებით! მე ვარ ამ კურსის ინსტრუქტორი.

გაუზიარე კურსი მეგობრებს

გააზიარე სოციალურ ქსელებში ან გაუგზავნე პირდაპირი ბმული


სტუდენტების შეფასებები

შეფასებები ჯერ არ არის.