კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი მონაცემების დაცვა. ეს დოკუმენტი აღწერს, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას.

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ?

რეგისტრაციისას და სერვისით სარგებლობისას ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ინფორმაცია შეძენილი კურსების შესახებ.

2. გადახდის უსაფრთხოება

ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს.

გადახდები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე პარტნიორი კომპანიის, Flitt.com-ის დაცული არხით.

მხარდაჭერილია: Visa, Mastercard, Amex, Apple Pay, Google Pay.

ჩვენთან ინახება მხოლოდ ტრანზაქციის იდენტიფიკატორი და სტატუსი (წარმატებული/წარუმატებელი).

3. მონაცემთა გამოყენება

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ:

  • სერვისის მოსაწოდებლად (ავტორიზაცია, კურსებზე წვდომა);
  • თქვენთან საკომუნიკაციოდ (სმს ან მეილის სახით) ტექნიკური ან საორგანიზაციო საკითხებისთვის;
  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

4. მონაცემთა გაზიარება

ჩვენ არ ვყიდით და არ გადავცემთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. Cookies (ქუქი ფაილები)

ვებ-გვერდი იყენებს ქუქი ფაილებს მომხმარებლის სესიის შესანარჩუნებლად და საიტის ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად.

6. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება ან ანგარიშის წაშლა. ამისთვის მოგვწერეთ ჩვენს საკონტაქტო მეილზე.