ასტროლოგია
ახალი კურსი (0 შეფასება)

პარსები - ფორტუნა და ბედისწერის ჯვარი

ლია
კურსის ავტორი
ლია ბარათაშვილი
ავტორის პროფილი და კურსები

არაბული წერტილები (პარსები) კარმული ასტროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ზუსტი მაჩვენებელია. ისინი ნატალურ რუკაში ავლენენ ადამიანის ფარულ ენერგეტიკულ პოტენციალს, პირად იღბალს და იმ კარმულ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც პიროვნულ ევოლუციას განაპირობებს.

ეს 4-ლექციური პრაქტიკული სემინარი დეტალურად გაგაცნობთ ორ უმთავრეს არაბულ წერტილს - ფორტუნას და ბედისწერის ჯვარს. თქვენ შეისწავლით არა მხოლოდ მათ გამოთვლასა და წაკითხვას, არამედ დაზიანებული წერტილების ენერგიის სწორად დამუშავებას, გაძლიერებასა და კომპენსაციას.

კურსის წინაპირობა

მნიშვნელოვანია: დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სასურველია ასტროლოგიის მინიმალური საბაზისო ცოდნა (ნიშნების, პლანეტებისა და სახლების ზოგადი გაგება).

ვისთვის არის ეს კურსი?

მათთვის, ვისაც სურს საკუთარ რუკაში აღმოაჩინოს იღბლის, წარმატებისა და მატერიალური რეალიზაციის მთავარი წერტილი.

მოქმედი და დამწყები ასტროლოგებისთვის, რომელთაც სურთ კარმული ასტროლოგიის სიღრმისეული ინსტრუმენტების ათვისება.

მათთვის, ვისაც აინტერესებს ცხოვრებისეული წინააღმდეგობების მიზეზები და მათი კონსტრუქციულ რესურსად გარდაქმნა.

რას ისწავლით ამ კურსზე

  • პარსების ბუნება და საფუძვლები: რა არის არაბული წერტილები, ურთიერთშებრუნებული პარსები და ნიშნების გავლენა მათზე.
  • ჰოროსკოპის ანალიზის მეთოდები: რუკის კომპლექსური ხედვა და „კოსმიური ხელდასხმის“ ფენომენი.
  • ფორტუნას საიდუმლოებები: გამოთვლის ზუსტი ფორმულა, ფორტუნა და მისი „ტყუპი ძმა“, „ბედნიერი“ და „უბედური“ ფორტუნა და ქულების დათვლის სისტემა.
  • ფორტუნის პრაქტიკული ანალიზი: მდებარეობა ნატალურ რუკაში რეალურ მაგალითებზე, დაზიანებების ამოცნობა და ფორტუნის ენერგიის გაძლიერების მეთოდები.
  • ბედისწერის ჯვარი: მისი როლი ნიშნებსა და სახლებში, დაზიანების ხარისხი და კარმული ბლოკები.
  • კორექცია და კომპენსაცია: ბედისწერის ჯვრის მიერ შექმნილი დაბრკოლებების გადალახვისა და ტრანსფორმაციის პრაქტიკული გზები.

კურსის პროგრამა

I ლექცია

3 სთ 1 წთ

II ლექცია

3 სთ 12 წთ

III ლექცია

3 სთ 3 წთ

IV ლექცია

2 სთ 43 წთ
ინსტრუქტორი ლია ბარათაშვილი
კურსის ავტორი

ლია ბარათაშვილი

მოგესალმებით! მე ვარ ამ კურსის ინსტრუქტორი.

გაუზიარე კურსი მეგობრებს

გააზიარე სოციალურ ქსელებში ან გაუგზავნე პირდაპირი ბმული


სტუდენტების შეფასებები

შეფასებები ჯერ არ არის.